ლაგოდეხში საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა. 

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეული ექსპერტის, კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საჯარო მოხელეების ინტერესი გამოიწვია საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ საკითხებმა.

 

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“