გურჯაანში 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის დისკუსია თვითმმართველობის საკითხებსა და რეგიონული პოლიტიკის შესახებ დისკუსია გაიმართა.

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი. მან, ასევე, ისაუბრა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა.

დოკუმენტის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რომელიც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ექპერტის შეფასებით, სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას. 

 

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“