საგარეჯოში თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის თვითმმართველო ერთეულების დამოუკიდებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა.

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექპერტმა კოტე კანდელაკმა რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ. ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირება და პროცესების მართვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. მისი განცხადებით, ახალი რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

 

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“