გურჯაანში გენდერული თანასწორობის საბჭო საჯარო შეხვედრას გამართავს (R)

 (photo: )

3 ივლისს, 11:00 საათზე ქ. გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში (მის: ნინოშვილის №2) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.

საჯარო შეხვედრების მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობი სპრევენციის ადააღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.

საჯარო შეხვედრას დაესწრებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დეპუტატები: ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე და გუგული მაღრაძე. ისინი მიმოიხილავენ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას და საზოგადოებას გააცნობენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს.

გენდერული საბჭოსწ ევრების გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოსახლეობას მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. საჯარო შეხვედრას ასევე დაესწრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელიც, რომელიც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებს გააცნობს.

შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“