„ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა (R)

 (photo: )

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი, თელავში - შოთა ნარეკლიშვილი, დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება, საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი, ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი, ყვარელში - როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი იქნება.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა უკვე დაიწყო.შეხვედრები საქართველოს  მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“