თელავის რაიონული საავადმყოფო ჯანმრთელობის სამსახურში (R)

 (photo: )

მიიღეთ მაღალკვალიფიციური მომსახურება თელავის რაიონულ საავადმყოფოში და იყავით ჯანმრთელი.

თელავის რაიონული საავადმყოფო ერთ–ერთი მულტიპროფილური ჰოსპიტალია რეგიონის მასშტაბით, სადაც უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ურთულესი ოპერაციები ტარდება. სტაციონარში უწყვეტად ფუნქციონირებს  დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სხვა სამედიცინო სერვისები. სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი მიმართულებით და პაციენტების მურნალობას ადგილობრივ ექიმებთან ერთად თბილისიდან მოწვეული სპეციალისტებიც ახორციელებენ.

კომპიუტერული ტომოგრაფია

თელავის რაიონულ საავადმყოფო კახეთში ერთ-ერთი ჰოსპიტალია, სადაც დანერგილია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ორგანოების შრეობრივ დეტალურ გამოკვლევას ნიშნავს.

,,რაზეც საქართველოში კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება, კეთდება ჩვენთანაც. მაგალითად ჩვენ ვაკეთებ თავის ტვინის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს, წელის მალების კომპიუტერულ ტომოგრაფიას. რა არ ჩანს რენგენზე, ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიისას, ხდება ორგანოს სტრუქტურული ანალიზი, პრობლების ვიზუალიზაცია. ტომოგრაფია  პირველადი დიაგნოსტიკის ერთერთი საუკეთესო მეთოდია. ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანია, მოხდეს სწორი დიაგნოსტირება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მკურნალობის სწორად წარმართვა. დღეს დღეისობით ჩვენს კლინიკაში ქირურგთა თანამონაწილეობითა და  კომპიურეტული ტომოგრაფიის მეშვეობით კეთდება სხვადახვა ორგამოების და ღრუების ბიოფსია ანდა დრენირება, რაც თელავში აქამდე  არ კეთდეოდა,“ - განაცხადა ექიმმა ზურა ჭანკოტაძემ.

ოფთალმოლოგია

თელავის რაიონულ საავადმყოფოში ოფთალმოლოგია - თვალის დაავადებების, პათოლოგიური პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დარგში რეგიონში ლიდერია. ოფთალმოლოგიური განყოფილება პაციენტებს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკურ და სამკურნალო  მომსახურებას სთავაზობს.

,,რეგიონში პირველად ჩვენთან დაინერგა თვალის ბროლის გადანერგვა. ფაკოემულსიფიკატორის მეშვეობით ვაკეთებთ ოპერაციებს თვალის წინა და უკანა სეგმენტებზე. გარდა ამისა, გვაქვს აპარატი, დიაბეტური რეტინოპათიების დროს ვაკეთებთ ლაზერულ ოპერაციებს ბადურა გარსზე. აღნიშნული ოპერაცია კახეთში არსად არ კეთდება გარდა თელავის რაიონული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური განყოფილებისა. რაც შეეხება მკურნალობის ღირებულებას, თელავის რაიონული საავადმყოფო ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ოპერაციის ღირებულების 65-75% (სხვადასხვა შემთხვევაში) ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენთანვე დანერგილია გლაუკ შუტირებაც, რომელიც პირველად რეგიონში აქ ჩვენს კლინიკაში  ჩავატარეთ. ეს დაავადება პაციენტისთვის იყო განაჩენი, ახლა შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება“, – ამბობს ოფთალმოლოგი ზაზა სეხნიაიძე.

ზაზა სეხნიაიძე, ოფთალმოლოგი

 

ლაპარასკოპია, პროქტოლოგია

თელავის რაიონულ საავამდყოფოში ლაპარასკოპიულ მანიპულაციებს უახლესი სტანდარტის აპარატით ატარებენ.

,,კახეთის რეგიონში, თანამედროვე ლაპარასკოპიული ოპერაციაც პირველად ჩვენ გავაკეთეთ, ასეთი ხარისხის სერვისს ვერსად ვერ სთავაზობენ. გეგმიურ ოპერაციებს აკეთებენ, თუმცა მწვავეს მხოლოდ აქ ვაკეთებთ მაღალი სტანდარტებით“, – ამბობს ქირურგი ლაპარასკოპისტი, პროქტოლოგი გიორგი ოქროპირიძე.

მისივე ინფორმაციით, განცხადებით, პროქტოლოგიის მიმართულებით ლიგაშუს მეთოდით მკურნალობენ.

,,კახეთის რეგიონის მასშტაბით პროქტოლოგიის მიმართულებით ერთადერთი ჩვენი სტაციონარი მუშაობს წარმატებით“, – აღნიშნავს გიორგი ოქროპირიძე.

გიორგი ოქროპირიძე, ქირურგი ლაპარასკოპისტი, პროქტოლოგი

 

ზოგადი ქირურგია

საავადმყოფოში ზოგად ქირურგიაში კეთდება როგორც გეგმიური, ასევე მწვავე, მათ შორის, ჩიყვის ოპერაციები. ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის ალექსი ხუმარაშვილი მიუთითებს, რომ ლიგაშუს მეთოდმა საოპერაციო დროც შეამცირა.

,,პაციენტს ჩვენთან ზედმეტი თანხის გადახდა არ უწევს. გეგმიური მომსახურებისათვის ბევრგან ახდევინებენ წინასწარ, აკეთებინებენ ანალიზებს, აქ ასეთი რამ არ ხდება, ეს ყველაფერი შედის ოპერაციის ხარჯებში. დასაქმებულია ადგილობრივი კადრი, მკურნალი ექიმი ადგილზე ზრუნავს პაციენტზე და არ ხდება მისი გადაბარება სტაციონარის სხვა მომსახურე პერსონალზე, – აღნიშნავს ალექსი ხუმარაშვილი.

ალექს ხუმარაშვილი, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი

 

კარდიოლოგია

კარდიოლოგიის მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ თელავის რაიონულ საავადმყოფოში კეთდება ოპერაცია, რომელიც არითმიის დროს სტიმულატორების ჩადგმას გულისხმობს. ექიმი–კარდიოლოგი რუსუდან სოხაძე აღნიშავს, რომ ინტერვენციული კარდიოლოგია პირველად ამ ჰოსპიტალში დაინერგა. სტაციონარში პირველადი და შემდგომი მკურნალობისთვის ყველაა პირობაა შექმნილი.

,,გვაქვს კარდიო ინტერვენციული და კარდიო ინტენსიური განყოფილება. ვახდენთ კორონაროგრაფიის გამოკვლევას და საჭიროებისამებრ, სტენტირებას. ასევე, გვაქვს არითმოლოგიური სამსახური იმ პაციენტებისთვის, ვისაც გააჩნია სხვადასხვა ტიპის რითმული დარღვევა. შეგვიძლია ყველა ტიპის კარდიოლოგიური პაციენტის მიღება. ხდება პაციენტების მოთავსება სტაციონარში და მკურნალობა გამოჯანმრთელებამდე,“ – განაცხადა რუსუდან სოხაძე.

რუსუდან სოხაძე, ექიმი–კარდიოლოგი 

 

ოტორინოლარინგოლოგია

ყბა–სახის ქირურგიული განყოფილება კახეთის რეგიონში მხოლოს თელავის რაიონულ საავადმყოფოში მდებარეობს. ოტორინოლარინგოლოგი ნოდარ ჭიჭიბოშვილის განცხადებით, განყოფილებაში მთავარი სიახლეა ნარკოზით ოპერაციების გაკეთება.

,,თელავში იყო მოთხოვნა ოპერაციები ჩაგვეტარებინა ნარკოზით, შესაბამისად, დავნერგეთ ეს მომსახურება. ვაკეთებთ გლანდების ოპერაციას, ადენოიდებს, ასევე ნიჟარებისა და პოლიპოზს, სხვა რთულ ოპერაციებსაც. ვცდილობთ, სიახლეები დავნერგოთ. ახლოვეს მომავალში დაინერგება პლასტიკური ხასიათის ოპერაციებიც, – აღნიშნავს ნოდარ ჭიჭიბოშვილი.

ნოდარ ჭიჭიბოშვილი, ოტორინოლარინგოლოგი

მედიკოსებისთვის ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, სადაც მიმდინდარებს ექიმების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“