საჭიროა კარგი კომუნიკაცია ევროპასთან

იან რეინჰოლდი - ესტონეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. „ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ სოფლის ეფექტური განვითარება ქმნის უამრავ შესაძლებლობას მოსახლეობის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად. “

მათ შორის არის მოქალაქეთა შორის  სიღარიბისა  და სოციალური უთანსწორობას აღმოფხვრა,  უმნიშველოვანესია განათლებისა ხარისხის ზრდა, ჯანდაცვის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და თანასწორი ეკონომიკურ ზრდა.“

ელჩმა „კახეთის ხმასთან“ ინტერვიუში  განსაკუთრებით გამოყო საქართველოსათვის ერთ-ერთი ტრადიციული დარგი სოფლის მეურნეობა და მისი განვითარების პერსპექტივა, რომელიც ესტონეთის მიერ განვლილ გზას შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს წარმოება, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია და მკაფიო საგადასახადო პოლიტიკით მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას მომგებიანი წარმოება. 

ესტონეთმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების: პირველ რიგში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დღის წესრიგის გასააქყიურებლად. ესტონეთის გამოცდილება ცხადყოფს, რომ საქართველოს მსგავსად, მანაც რეფორმების გზით მიაღწია შედეგებს. 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ესტონეთში არაერთი საგადასახადო რეფორმა გატარდა, ყოველი მომდევნო ცვლილება კი ქვეყანაში საგადასახადო სისტემის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას ითვალისწინებდა. 2000 წელს გატარებულმა რეფორმამ ესტონეთში არსებულ ბიზნესგარემოსა და ინვესტიციების მოზიდვაზე მყისიერად იმუშავა. ბიზნესი რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლდა და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრა 20%-ით. ესტონური მოდელი ბევრი ქვეყნისთვის აღმოჩნდა საინტერესო. 

 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“