საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

 (photo: )

საწვავის ფასი 5 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ამის მთავარ მიზეზად საერთშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ღირებულება 150-170 დოლარით გაიზარდა. 

ექსპერტები განმარტავენ, რომ საწვავის გაძვირების კიდევ ერთი ფაქტორი ეროვნული ვალუტის დევალვაციაა. საწვავი 5 თეთრით გაძვირდა „ვისოლის" ავტოგასამართი სადგურების ქსელში. საწვავი 4 თეთრით გააძვირა „გალფმაც". ფასი ჯერ-ჯერობით შენარჩუებულია „ლუკოილის" ქსელში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“