თბილისში ტორესა მოსის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ახალგაზრდა თელაველი მწერლის, ტორესა მოსის შემოქმედებითი საღამო, შეხვედრების ციკლ "ფიქრის საბა-ბის" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე, მწერალმა თავის პირველ წიგნზე "სიბრძნე სიცრუისა" ისაუბრა.

ტორესა მოსის განცხადებით, ბევრი ისაუბრა თუ როგორ იწერებოდა მისი წიგნი "სიბრძნე სიცრუისა". 

"მკითხველებს ვისაუბრე ჩემ პირველ წიგნზე, ვილაპარაკე, ზოგადად, შემოქმედებით პროცესზე, იდეების გენერირებაზე წიგნისა და მუსიკის მაგალითზე. შეხვედრაზე ჩემ მეგობართან, დავით ადამაშვილთან ერთად შევასრულეთ რამდენიმე მუსიკალური ნომერიც. შევეცადე, პასუხი გამეცა იმ კითხვებისთვის, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა. წიგნი "სიბრძნე სიცრუისა" მკითხველისთვის საინტერესო ვფიქრობ, ორი რამის გამო აღმოჩნდა, ესენია - ცხოვრების სტილი პატარა ქალაქში და ინტერპრეტაციის ველი, რომელშიც ადამიანებს რაღაც ტიპის აზროვნების განხორციელება შეუძლიათ. თუ ჩემი ტექსტი ადამიანებს რამეში დაეხმარება, ბედნიერი ვიქნები", - განუცხადა knews.ge-ს ტორესა მოსიმ.

შეხვედრაზე, საზოგადოებას, თავისი ახალი ნაწარმოები "მე (შენ) ქრისტე ხარ" გააცნო, რომელიც "პალიტრა L" - მა საზოგადოებას უკვე შესთავაზა, რომელის პრეზენტაცია 26 მარტს, ბიბლუს გალერიში შედგება.

,,აღნიშნული რომანის ტექსტი იყო ერთ-ერთი პირველი ჩემ მიერ დაწერილი, ამიტომ მასთან დაბრუნება ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. არის როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები. ახალი კრებულის პრეზენტაცია აპრილში გაიმართება თელავში, რუსთავში, ბოლნისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმში,"- განაცხადა მწერალმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ტორესა მოსის თქმით, ამჯერად მუშაბს ახალ რომანსა და ელექტრონული მუსიკის პროექტზე, რომელსაც საზოგადოებას მალე შესთავაზებს.
მწერლის შემოქმედებითი შეხვედრა ლიტერატურული პრემია "საბასა" და მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“