ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

 (photo: )

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ პოლისების გაძვირების მიზეზი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა. ლარის გაუფასურების გამო ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასების მატება ფიქსირდებოდა.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით ფასები 7,3 პროცენტით გაიზარდა. ფასებმა მოიმატა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 15,8%-ით. უწყების ინფორმაციით, ფასები 6,4%-ით თებერვალშიც გაიზარდა.
" ფასები ასევე გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 11,1%-ით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე 4,4%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 5,2%-ით", - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურში. 
ფასების ზრდას ადასტურებენ სადაზღვევო კომპანიებში „ირაოსა“ და „უნისონშიც.
„კომერსანტს“ „უნისონში“ განუცხადეს, რომ მათი ფასები მიბმულია პროვაიდერი კლინიკებისა და სააფთიაქო ქსელების ფასებზე, შესაბამისად, თუ ისინი აძვირებენ ღირებულებას, სადაზღვევო კომპანიაც იძულებულია, რომ ფასებს გადახედოს.
„ირაოში“ აღნიშნავენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ არ გააძვირონ ტარიფი, მაგრამ თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, დროთა განმავლობაში ეს კომპანიის პოლისებზეც შესაბამისად აისახება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“