კახეთში ყოფილი პატიმარი ქალების ბიზნეს პროექტებს დააფინანსებენ

 (photo: )

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალი და ბიზნესი’’, ყოფილ პატიმარ ქალებს ბიზნეს იდეების განხორციელებაში ეხმარება. იგი, ქალების ბიზნეს პროექტებს 1000 ევროს ოდენობით დააფინანსებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა თელავში გამართეს, რომლის მიზანს იდეების პროექტად დამუშავება წარმოადგენდა.

,,ქალი და ბიზნესის’’ ექსპერტის, ეკა გეგეშიძეს თქმით, პროექტი 2 წელია მიმდინარეობს:
,,ყოფილ პატიმარ ქალებს გაეწიათ კონსულტაციები, რომლებსაც გაითვალისწინებენ იდეის გეგმის დამუშავების დროს. გეგმები პროექტებად ჩამოყალიბდება, რომელიც განსახილვევლად სპეციალურ კომისიას გადაეცემა. პროექტი უკვე 2 წელია ხორციელდება, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ის მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყოფილი პატიმარი ქალების რესოციალიზაციას და ეკონომიკურ გაძლიერებას. რაც შეეხება საგრანტო თანხას, თითო ადამიანზე გამოყოფილია 1000 ევრო, მთლიანობაში კი დაგეგმილია 60 ბიზნეს იდეის დაფინანსება. ამ დროისთვის, 11 ბენეფიციარზე გრანტი უკვე გაცემულია,’’- განუცხადა knews.ge-ს ეკა გეგეშიძემ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“