ფერმერი ქალები - აგროსექტორში მომუშავეთა სტატუსი უნდა განისაზღვროს

 (photo: )

ფერმერის, რობიზონ წელაურის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს აგროსექტორში მომუშავე პირების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კახეთის ,,ფერმერ ქალთა ასოციაციამ’’ აგროსექტორში დასაქმებულებს ერთწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო. ასოციაციის ხელმძღვანელის, ირინე ფხოველიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის მიერ მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რომელიც ფერმერის, ფერმერული მეურნეობების და აგროსექტორში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრას ითვალისწინებს:

,,ფერმერებს გავაცანით ასოციაციის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში და წარმოვადგინეთ საქმიანობის მოკლე პრეზენტაცია. ამასთან ერთად განვიხილეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ფერმერის, ფერმერული მეურნეობების და აგროსექტორში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრას. აღნიშნული კონცეფცია უკვე წარდგენილი გვაქვს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში და გვინდა მისი კანონპროექტად გადაქცევა, რადგან ამ სტატუსების არარსებობა, იწვევს ფერმერების გაურკვეველ სიტუაცუაში ჩაგდებას,’’- განუცხადა Knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
ფერმერის, რობიზონ წელაურის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს აგროსექტორში მომუშავე პირების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიებას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ფერმერული მეურნეობების, კოოპერატივების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“