თელავში ანსაბლ სუხიშვილების საიუბილეო კონცერტი ჩატარდა

 (photo: )

თელავში, ქალაქის მერიის მხარდაჭერით, ცეკვის ანსაბლმა სუხიშვილებმა საიუბილეო კონცერტი გამართეს. მათ, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე წარმოადგინეს საიუბილეო შერეული პროგრამა, რომელშიც გაერთიანდა ანსამბლის არსებობის მანძილზე დადგმული საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით. 

როგორც ქალაქის მერიის კულტურის სასმახურის ხელმძღვანელმა ფიქრია ყუშიტაშვილმა განაცხადა, კონცერტი სხვებისაგან გამორჩეული იყო, რადგანაც ანსაბლმა 70 წლის იუბილე იზეიმა:

„ანსაბლი წელს 70 წლის გახდა. ისინი, შერეული პროგრამით წარსდგნენ თელაველი მაყურებლის წინაშე და ამ 70 წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ქორეოგრაფიული ნომრები იხილა ჩვენმა მაყურებელმა.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონცერტები, ზოგადად, ჩვენი კულტურული ცხოვრებისათვის, ის აცოცხლებს ჩვენს ქალაქს და შემოქმედებით მუხტს. მინდა მივულოცო ანსამბლ „სუხიშვილებს“ 70 წლის იუბილე და კიდევ მრავალი საიუბილეო თარიღი მიგველოცოს მათთვის. სანამ არსებობს ქართული გენია როკვით განფენილი, იარსებებს საქართველოც".
დამსწრეთა განცხადებით, საღამო ნამდვილი ზეიმი იყო. მათივე თქმით, ცეკვები დიდ სიმოვნებას ანიჭებს მათ და ასეთი ხარისხის ცეკვის ხილვა ხშირად არ არის შესაძლებელი:
თენგო დალაქიშვილი, დამსწრე:
„ძალიან ლამზი საღამო იყო, პოზიტივით აღვივსე როდესაც ვუყურებდი როგორ ცოცხლდებოდა ჩემს თვალწინ წარსულის და აწმყოს შერწყმა. ანსაბლი სუხიშვილები ქართული საგანძურია.“
ანსაბლი დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით ტურნეს საქართველოს მაშტაბით ახორციელებს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“