მაღალთიან რეგიონებში დაქორწინება წახალისდება

მაღალმთიან რეგიონებში დაქორწინება შესაძლოა წახალისდეს. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის, თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, ამ მიზნით შესაძლოა, ახალდაქორწინებულ წყვილს სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართი, თანხა ან მცირე ბიზნესი გადასცეს.
მისი თქმით, მაღალ მთაში ქორწინებების დაბალი მაჩვენებელი მძიმე სოციალური მდგომარეობითაა განპირობებული.
„გაირკვა, რომ დაუქორწინებლობის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პირობებია. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მთის კანონში ჩაიდოს წამახალისებელი მექანიზმები, რაც ამ ხალხს ოჯახის შექმნას გაუიოლებს“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.