კახეთში პილიგრიმული ტურიზმის განვითარებაზე მუშაობენ

 (photo: )

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას გეგმავს და ამ მიზნით პილიგრიმულ კატალოგზე მუშაობს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, კატალოგის საშუალებით მოგზაურები და დაინტერესებული პირები კულტურული ძეგლების, საეკლესიო არქიტექტურის, ფრესკული მხატვრობის, სიწმინდეებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

კახეთის რეგიონში აღნიშნული სახის ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად, ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტთან ერთად კახეთის პილიგრიმული მარშრუტი მოინახულა.
გიორგი ჩოგოვაძემ უჯარმის ციხე-ქალაქი და ეკლესია, შუამთის, იყალთოს და ალავერდის მონასტერი დაათვალიერა და აქ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერა, რომელიც პილიგრიმული ტურიზმის განვითარებასაც გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“