გურჯაანელი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

 (photo: )

გურჯაანელმა ლევან გილიგაშვილმა, ჩეხეთის ქალაქ პილსენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის რეკორდსმენი გახდა.

ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ოქროს მედალი მოიპოვა და პარალელურად, რუსი სპორტსმენის, ალექსი კუზმინის ევროპის რეკორდი (182,5 კგ) მოხსნა და 190 კგ ასწია. ევროპის ჩემპიონატში 27 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო კი ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ლევან გილიგაშვილი, სპორტის საერთაშორისო კლასისი ოსტატი და ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ნაკრების წევრია. იგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის და მსოფლიო თასის მფლობელია. 

ლევან გილიგაშვილი ივნისში, მსოფლიო ჩემოიონატზე გაემგზავრება, რომელიც ფინეთში გაიმართება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“