თელავმა ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა

თელავში, ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება მათი განათლების გზით. 

ღონისძიებაში მონაწილეობა 1000-მდე ახალგაზრდმა მიიღო. დღის მანძილზე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: ქუჩის კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მხიარული სტარტები და სხვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, რატი ბრეგაძეს განცხადებით, მსგავსი ფესტივალების ჩატარება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. ღონისძიება საზეიმოდ დახურავ ჯგუფმა Goofy Land.
ფესტივალი ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს მოსახლოების ფონდისა და თელავის მერიის ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“