სტორის ხეობაში რეკრეაციული ზონების მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის ხეობაში ე.წ. სვიანაზე, რეკრაციული ზონების მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული სამუშაოები კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN)-ის პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში'' ფარგლებში მიმდინარეობს.

კახეთის რეგიონში CENN-ის კოორდინატორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომლის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად.

,,აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ასევე მაგიდები, ფანჩატურები, ნაგვის ურნები. მოეწყობა ცეცხლის დასანთები ადგილები. დღეს არა მარტო თელავის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, გვინდა მოქალაქეებმა ისწავლონ გარემოსთან კულტურული მოქცევა, სისუფთავის შენარჩუნება და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი იქნება საწყისი ტყეების, როგორც ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი რესურსის დაფასების და გაფრთხილებისა,''- განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“