გაჩეხილი ტყე და სანატრელი წყალი პატარძეულში

 (photo: )

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ტყე მასობრივად უკანონოდ იჩეხებაწყალი სანატრელი გაუხდათ და ხევი კი ნაგავსაყრელის ფუნქციას ასრულებსრომელიც დიდი ხანია არ გაწმენდილა. 

მაია სხირტლაძე 10 წელია, რაც სოფელ პატარძეულში, ყუშიტაანთ უბანში ცხოვრობს. ის სამი თვეა გარემოს დაცვის სამინისტროსგან ითხოვს, სოფელში არსებულ ტყის მასივში მრავალწლიანი, საუკუნოვანი მუხების მასობრივი ჭრა შეაჩერონ. მისი მტკიცებით, დახმარებისთვის ბევრჯერ მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ უშედეგოდ.  
სამი თვეა, რაც მე ამას ვითხოვ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის. ტყე ჩანაგდება და ვითხოვთ რომ ხელისუფლებამ მიაქციოს ამ პრობლემას. ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებით მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს და ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველბის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოს. ისინი დაგვპირდნენ, რომ რეიგირებას მოახდენდნენ ამ პრობლემაზე, მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით სამი თვეა, რაც სოფელს ეს პრობლემა აწუხებს“, - განუცხადა Knews.ge–ს მაია სხირტლაძემ. 
ადგილობრივებს წყალმომარაგების პრობლემაც აწუხებთ. სოფლის მცხოვრები ცისანა ხვედიანი კი ირწმუნება, რომ წყალი პატარძეულის მოსახლეობას სანატრელი გაუხდა. ცისანა მიუთითებს, რომ სოფელში წყლის რამდენიმე ჭაბურღილი მოაწყეს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი მუშაობს. 
სათავე ნაგებობა მოწესრიგებული არ არის, რის გამოც ყუშიტაანთ უბანს ვერ მიეწოდება წყალი. გადაიწვა წყლის საქაჩი, რომელიც ახლა გამოცვალეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აკლია ნაწილები, რის გამოც წყალს ვერ ვიღებთ. გამგეობამ დააყენა ქსელური წყლის უხარისხო ონკანები, მაგრამ ჩამკეტი არ აქვს. ბოლომდე არაფერი არ არის გაკეთებული. 5 ჭაბურღილი გააკეთეს, მაგრამ მათგან მხოლოდ 1 მუშაობს და ისიც ქვედა უბანში“, – განუცხადა Knews.ge–ს ცისანა ხვედიანმა. 
მოსახლეობა ხევის გაწმენდის მოუგვარებელ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. მაია სხირტლაძე ირწმუნება, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები განთავსებული არ არის მათ უბანში, რის გამოც იძულებულები არიან, ხევი ნაგავსაყრელად გამოიყენონ. 
ხევი არის დაბინძურებული და ძალიან დიდი ხანია, რაც ის არ გაწმენდილა. ბუნკერების არარსებობის გამო მოსახლეობა იძულებულია ხევი დაანაგვიანოს. წლების განმავლობაში ხევი არ გაწმენდილა. 10 წელია, რაც ამ პრობლემაზე ვჩივით, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ბუნკერები განთავსდა, მაგრამ დაიდგა სოფლის დასაწყისში. ზემო უბანში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილი ბუნკერის მსგავსი არაფერი არ არის“, – აღნიშნავს მაია სხირტლაძე. 
გარემოს დაცვის სამინისტროში სოფელ პატარძეულში ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტებს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კანონდამრღვევებს ყოველთვის აჯარიმებენ. 
"ბოლო სამი თვის განმავლობაში გამოვლინდა 4 უკანონო ჭრა და 1 უკანონო ტრანსპორტირება. ეს ეხება კონკრეტულად პატარძეულის ტერიტორიაზე გამოვლენილ კანონდარღვევას. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტერიტორიაზე მოჭრეს ხეები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კანონდარღვევა სხვაგან გამოავლინეს. ასეთი მონაცემები ჩვენ არ გვაქვს", – განუცხადეს knews.ge–ს გარემოს დაცვის სამინისტროში. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კი მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გიორგი გზირიშვილი ამტკიცებს, რომ სოფელში მოეწყო წყლის ჭაბურღილები, რომლებიც გამართულად მუშაობს და წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად მათი ჩართვაა საჭირო. გამგებელი, ასევე, მიუთითებს, რომ ხევს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მუდმივად წმენდავენ. 
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარკვეული რაოდენობა ხევიდან გაგვაქვს, ნაწილი კი ადგილზე იმარხება. გუშინაც დავასუფთავეთ ეგ ხევი. რაც შეეხება წყლის პრობლემას, სამი თვეა წვიმა არ ყოფილა და წყლის დონე არის დაკლებული არა მარტო პატარძეულში, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ეს უბანი საკმაოდ დიდია და მაგ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე დავხარჯეთ საკმაოდ დიდი თანხა. მოვაწყეთ რამდენიმე ჭაბურღილი, ამოვრეცხეთ ჭა და ჩავდგით 7 კილომეტრნახევრიანი ტუმბო. მოსახლეობამ ტუმბო უნდა ჩართოს, რათა რეზერვუარი გაივსოს. რაც შეეხება მოსახლეობის ბრალდებას, რომ წყალმომარაგების სისტემა მოიშალა, ეს არის დეზინფორმაცია. ტუმბო გაფუჭდა და რამდენიმე დღეში შეიცვალა“, – განუცხადა knews.ge–ს გზირიშვილმა. 
თუ სოფელში არსებული პრობლემები არ მოგვარდება, ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ცენტრალური გზა გადაკეტონ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან საპროტესტო აქციები დაიწყონ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“