ნათია გიორგაძე – ველისციხეს ექნება სიმბოლურად ქალაქის სტატუსი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატი ნათია გიორგაძე იყრისიგი არის სოფლის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის დამუკიდებელ კანდიდატს 3 ძირითადი პრიორიტეტი, რომელზე მუშაობასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე შეუდგება. ნათია გიორგაძე აღნიშნავს, რომ სოფელ ველისციხეს უნდა ჰქონდეს სიმბოლურად ქალაქის სტატუსი.

,,ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით ვაკმაყოფილებთ პირველ და მთავარ კრიტერიუმსსოფელში ცხოვრობს 7 ათას მოსახლეზე მეტი. მეორე დაპირებაა ის, რომ დაიწყება ველისციხის წყალმომარაგება ალაზნიდან, ამჟამად წყალი მოგვეწოდება ჭერმის ხევიდან. განხორციელდება აბონენტების გამრიცხველიანება და მოიხსნება წყლის საკითხი დღის წესრიგიდან. მესამე დაპირება მდგომარეობს იმაში, რომ ვარ ახლაც და ვიქნები მომავალში თითოეული ადამიანის დეპუტატი. ხშირი კომუნიკაცია მაქვს ჩემ თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა knews.ge-სთან გიორგაძემ.

არჩევნებამდე 1 კვირით ადრეც ნათია გიორგაძე აქტიურად განაგრძობს საკუთარ ამომრჩეველთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს. იგი, ველისციხეში ადგილობრივებს საკუთარ დაპირებებს აცნობს.

,,ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები. რაც შეეხება სოციალური პაკეტის გაფართოებას, ჩემი მოღვაწეობის პირველივე თვეებში ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო თანადაფინანსება და თანხობრივი ზღვარი გავზარდე. მე, ასევე, ვარ ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის თანადამფინანსებელი. ჩემი ინიცირებული პროექტი გახლავთ 3 და მეტი ნევროლოგიური დაავადების მქონე არასრულწლოვანების ყოველთვირად 100 ლარის მედიკამენტებით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. დიალეზზე მყოფი პირების გზის თანხებსაც ვაფინანსებთ. მე სხვა მრავალი ინიციატივის ავტორი ვარ“, – ამბობს ნათია გიორგაძე.

ნათიას ინიციატივით, სოფელში სტანდარტების შეუსაბამო ნაგავსაყრელი გაუქმდა და რამდენიმე უბნის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ავზების დამონტაჟდა.

,,ვიწყებ ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას. არასამთავრიბო ორგანიზაციების დახმარებით მათ ინიციატივებს შევუწყობ ხელს. მინდა, ეს სეგმენტი გაძლიერდეს სოფელში. აქტიურად ვუწყობ ხელს ამ ხნის განმავლობაში სოფელში ტურიზმის განვითარებას და ამის შემდეგაც გაგრძელდება სფეროს ხელშეწყობა. დაინტერესებულ მოქალაქეებს ვაძლევ რჩევებს, ვაკვალიანებ. ველისციხეს გააჩნია პოტენციალი, რომ ტურიზმი უფრო მეტად განვითარდეს, და ვიზრუნებ, რათა სოფელში შეიქმნას მეტი ტურისტული ობიექტი“, – აღნიშნავს გიორგაძე.

ნათია აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ხელს უწყობენ საარჩევნო კამპანია წარმართოს სრულყოფილად, თუმცა არასდროს ეწევიან აგიტაციას.

,,ჩემი ოჯახი პოლიტიკურია. ისინი დგანან ჩემ გვერდით როგორც ფინანსურად, ასევე სულიერად, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები არასდროს ეწევიან აგიტაციას, რაც ხანდახან ცოტა მწყინს. მაქვს საკუთარი თავის და ჩემი მოსახლეობის იმედი“, – აცხადებს ნათია knews.ge-სთან გიორგაძე.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“