თელავის ჩუქურთმების ავტორი

თელავში მცხოვრები ზელიმხან აბრამიშვილი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს დღემდე დიდი სიყვარულით აგრძელებს. 

თელავის ჩუქურთმების ავტორი ხელობას ბავშვობიდან მისდევს. ზელიმხან აბრამიშვილს გული წყდება, რომ დღეს ხელობის მიმართ ახალგაზრდებში ნაკლები ინტერესია. ზელიმხანი სიამაყით გვიყვება, რომ თელავში ჩუქურთმების უმეტესობა მისმა ხელმა შექმნა. 

"პაპაჩემი და მამაჩემი ხელოსანები იყვნენ. ვუყურებდი, რასაც მამაჩემი აკეთებდა. ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე. ძალიან მიყვარს სიძველეების და იმის გაკეთება, რაც სხვაგან არ არის გაკეთებული. ადრე მამაჩემთან და სხვა ოსტატებთან ერთად ვმუშაობდი ხელით, მაგრამ დღეს ყველაფერი დენით კეთდება", - ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ზელიმხან აბრამიშვილი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“