სოფელ ახაშენში ხანძარისას ორი წლის გოგონა გარდაიცვალა

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი ბავშვი იმყოფებოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“