თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

 (photo: )

ქალაქ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა გზაზე გადადიოდა, რომლის დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

"20 წლამდე პირი უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს. გარეგნულად მას მხრის და ბარძაყის მოტეხილობა აქვს. მდგომარეობა დასტაბილურდა. კრიტიკული მდგომარეობის გამო წნევა ჰქონდა დაბალი და კომპიუტერული გამოკვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო. მდგომარეობა დასტაბილურდა და პაციენტს მალე თავზე კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდება. არ ვიცით ახალგაზრდის სახელი და გვარი და ასაკი", - განაცხადა ხათუნა ჭუნიაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“