შალიკაშვილების სახელობის სამხედრო მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა

 (photo: )

ძმები შალიკაშვილის სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა.

 მუზეუმში 2700-ზე მეტი ექსპონატია დაცული. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, დაგეგმილია სამხედრო მუზეუმის რეაბილიტაცია. 
"უახლოეს პერიოდში გურჯაანის დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, ასევე, მუზეუმშიცო ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსთან ექსპონატების გადმოცემასთან დაკავშირებით", - განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. 
მუზეუმში დაცულია ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები, გენერალ გიორგი კვინიტაძის პირადი არქივის ნაწილი, საქართველოს სამხედრო წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალები.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“