კახეთის გუბერნატორმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

 (photo: )

კახეთის გუბერნატორმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" ავრცელებს. 

მედია ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კადრია და სწორედ ამიტომ სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, კახეთის გუბერნატორსაც მოუწევს თანამდებობიდან გადადგომა.
Knews.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციაში ქადაგიშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს. უწყების ინფორნაციით, კახეთის გუბერნატორი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“