ნიკოლოზ ჯანიაშვილი - წლის ბოლომდე არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზა აშენდება

 (photo: )

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ჯანიაშვილი ვერ აკონკრეტებს, რა თანხა დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე. 
"უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ვერ გეტყვით რა თანხა დაიხარჯება, რადგან ტენდერი საავტომობილო გზის დეპარტამენტმა უნდა გამოაცხადოს. არხილოსკალო-სამთაწყაროს გზა არის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. ვფიქრობ, რომ გზის მშენებლობას რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“