ახმეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

 (photo: )

ბოლო 6 თვეში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურება 777 ბენეფიციარს დაუფინანსდა. 

ახმეტის მერიის ინფორმაციით, ამ მიმართულებით გახარჯული თანხა 212 238 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ მიერ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლისა და განიხილვის შედეგად აღნიშნულ ბენეფიციარებზე თანხა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის გაიცა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“