"რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის"

 (photo: )

რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

ზაზა გაბუნიას თქმით, მოსახლეობასთან ხოელისუფლების კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან საზგადიების საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის. 
„მე ვაგრძელებ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთან საუბარს და ურთიერთობას. ეს რეგიონებთან მიმართებით პოლიტიკის განსაზღვრისას საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის. მეორე მხრივ, მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ხელისუფლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი ვართ და მათი საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის. ვიყავი სოფელ ზინობიანში და გავეცანი გზის მოხრეშვითი სამუშაოების მიმდინარეობას, სადაც გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“