ყვარელში მდებარე V III საუკუნის ცხრაკარას ეკლესია ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 (photo: )

ქალაქ ყვარელში მდებარე V III-IX საუკუნეების ცხრაკარას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

"ტაძარი დარბაზული ნაგებობაა თანადროული სამხრივი მინაშენით ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ნატეხი ქვიშაქვით. ეკლეია მინაშენებთან შედარებით ფართო და მაღალია. მას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის მაღალი და ფართო თაღოვანი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი და ერთი საფეხურით ამაღლებული. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელთან აგურით ნაგები გვიანი პერიოდის ტრაპეზია. ასევე გვიანია აგურის კანკელი, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი", - აღნიშნულია ძეგლის ანოტაციაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“