ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს

 (photo: )

ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის პროექტების ფარგლებში დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს. 

ჯანადაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ დასაქმების კონკრეტული სამიზნე ჯგუფები გაიწერება. ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ მთავარი მიზანი სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული მოსახლეობის მოტივაციის გაზრდაა, რათა მათ შემოსავლების მიღება გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ შეძლონ. 
"დასაქმების სერვისების კანონპროექტი კონკრეტული სერვისების გაწერას და ჩამოყალიბებას გულისხმობს, მასში გაიწერება სამიზნე ჯგუფები, განისაზღვრება სამუშაოს მაძიებელთა სია. უმთავრესი მიზანი კი სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული მოსახლეობის დასაქმებისთვის მოტივაციის გაზრდა, მათი გააქტიურება და შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. სამინისტროს მთავარი ამოცანა სერვისების მიწოდება და მათი გაუმჯობესებაა, როგორც ხარისხობრივი ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ამ ეტაპზე სამინისტრო ახალ დოკუმენტზე, შრომისა და დასაქმების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელსაც 4 წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს და რომელშიც ის აქტივობები გაიწერება, სადაც სამუშაოს მაძიებლებისათვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები მოხვდება. მათ შორის არის მომზადება-გადამზადების სერვისები, რომელიც კონსულიტირებას, კარიერის დაგეგმვას ეხება. ეს დაბალკონკურენტუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციის დონეს გაზრდის, რაც მას დასამქებაში ხელს შეუწყობს”, - განმარტავს ელზა ჯგერენაია.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“