გურჯაანისა და პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეებს შორის თანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილი გაფორმდა

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 კაციანი დელეგაცია, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატი ხელმძღვანელობს, პოლონეთში, პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში გურჯაანისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილი, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს. 
შეთანხმებას ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერმა ვოიცეხ ოლდაკოვსკიმ მოაწერეს. 
„ჩვენ ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით და ძალიან ვაფასებთ პოლონელების სურვილს მხარდაჭერასთან და სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით,” - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“