თელავში ავარიის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი დაშავდა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. „ბე-ემ-ვე“-სა და „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც საპირისპიროდ მოძრაობდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 8 დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები. 
როგორც knews.ge-ს ინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, " ბე-ემ-ვე"-ს მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“