სოფელ კალაურში შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც პროფესორი მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობს.

 არქეოლოგებმა მონასტერთან მდებარე IX საუკუნის ნაგებობის კვლევისას განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, კერამიკის ფრაგმენტები XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. 
"არქეოლოგები „იოანე ნათლისმცემლის“ მონასტერთან მდებარე ნაგებობას (სასახლეს) იკვლევენ, რომელიც IX საუკუნით თარიღდება. ნაგებობის ზედაპირის გაწმენდისას აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები. აღმოჩენა სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება", - განუცხადეს knews.ge-ს არქეოლოგებმა.
სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გაეცნო. კალაურში არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“