ყვარლის მუნიციპალიტეტმა გენდერული თანასწორობის გეგმა შეიმუშავა

 (photo: )

ყვარლის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა. 

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, აღნიშნული დოკუმენტის მიზანია გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, ადგილობრივი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობის უზრუნველყოფა. 
"ჩვენ დავასრულეთ ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა და 2018-2019 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ. გარდა ამისა, შევიმუშავეთ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონიძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციის წევრები, მერიაში გენდერის საკითხზე პასუხისმგებელი პირი, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“