სოფელ ქვემო ალვანში აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს

 (photo: )

აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში. 

მემორიალი სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. 
"ჩვენ გვახსოვს ომის გმირები და პატივს მივაგებთ. გვახსოვს ადამიანები, რომლებიც საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოაძევეს. სახელმწიფო მათ გვერდზე დგას. მთავრობა ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის დარეგულერბის მიზნით", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“