დედოფლისწყაროს ბიუჯეტი 24 900 ლარით გაიზარდა

 (photo: )

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 24 900 ლარით გაიზარდა. 

წარმომადგენლობითი ორგანოს დეპტატებმა საკრებულოს სხდომაზე მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები შეიტანეს. როგორც knews.ge-ს საკრებულოს თავმჯდომარემ, გოჩა სამუკაშვილმა განუცხადა, სპორტული მოედნებისა და დარბაზებისთვის გამოყოფილ თანხას 20 000 ლარი დაემატა, კულტურის სახლების დაფინასება 3 900 ლარით გაიზარდა. 
"ბიუჯეტი თითქმის 25 000 ლარით გაიზარდა. ეს თანხა არაფინანსური აქტივია. საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. 24 900 ლარიდან 20 000 ლარი დაემატა სპორტულ მოედნებს და დარბაზებს, ხოლო 4000 ლარამდე - კულტურის სახლებს", - განუცხადა knews.ge-ს გოჩა სამუკაშვილმა. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი 2017 წლის 19 დეკემბერს დაამტკიცა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“