ახმეტის სამ სოფელში ვენახები დაისეტყვა

 (photo: )

ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახები დაისეტყვა. როგორც knews.ge-ს ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად დაზარალდა სოფელი მატანი, საკობიანო და დუისი. 


"ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვვა ძალიან ცოტა ხანს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დასეტყვილია ვეახები. სპეციალური ჯგფუფი გავგზავნე სტიქიის ზონაში. ეხლაც ძლიერი წვიმა მოდის და ვერ შედიან ვენახებში. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის", - განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“