თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 (photo: )

ქალაქ თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია დაიწყო. 

როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „გზაჯვარედინი“ მაღალხარისხიანი ცივი პლასტის საღებავით ასრულებს. 
„თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები“, - განაცხადეს თელავის მერიაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“