გავრცელებული ინფორმაციით, თელავში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

 (photo: )

გავრეცელებული ინფორმაციით, ქალაქ თელავში 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. 

შემთხვევა წუხელ მოხდა. იგი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც knews.ge-ს შსს–ში განუცხადეს, მამაკაცმა ხელზე დაზიანებები თავად მიიყენა.
უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“