ქალაქ თელავში ძველი შენობა დაიწვა

ერთი საათის წინ ხანძარი იყო ქალაქ თელავში.

ცეცხლი საქართველოს ბანკის თელავის ფილიალისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი მიტოვებულ ძველ შენობას წაეკიდა.

,,ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო მანქანა. ცეცხლი ძველ შენობას გაუჩნდა და ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს", - განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“