სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის ტყის მასივში ხანძარია.

 როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. 

„ამ წუთებში 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ადგილზე იმყოფება და ტერიტორიას ამუშავებს, რათა არ დარჩეს ნაკვერჩხალი და ცეცხლის ახალი კერა არ გაჩნდეს. ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. სოფელ ფშაველის ტყის მასივში მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“