სოფელი ნასამხრალი და კურდღელაური დაისეტყვა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ნასამხრალი და კურდღელაური დაისეტყვა. 

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუცხადა, სტიქია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. ალექსანდეღე შათირიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, დაზარალდა თუ არა ვენახები. 

,, ამ ეტაპზე ვერ გეტვით დაისეტყვა თუ არა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ხვალ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზინას დაითვლის. თუ ვენახები დაისეტყვა, ხვალ გავავრცელებთ ინფორმაციას, სად შეეძლებათ მევენახეებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება“ - განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“