ბოდბისხევის საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

 (photo: george)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის შენობა ექნება. პროექტის ღირებულება 367 500 ლარია
„ბოდბისხევში საბავშვო ბაღი ბოლო 40 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. ამ დროისთვის ბაღი გამგეობის მიერ დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებს“, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“