კახეთის ტურისტული ცნობადობის ასამაღლებლად სტრატეგია შემუშავდება

 (photo: )

კახეთის რეგიონის ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგული სტატეგია შემუშავდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სრატეგიაზე მუშაობა უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკის დახმარებით დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდი სტრატეგიის გარდა, საიმიჯო ვებგვერდებსაც მოამზადებს.

,,პროექტის მიხედვით რეგიონების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ქვეყნებში გაიმართება. პროექტი საჯარო და კერძო სექტორს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებას. კახეთის შესახებ მთავარი მესიჯი ღვინო იქნება. ჩვენი მიზანია საქართველოში უფრო მეტი მოგზაურის ჩამოსვლა, ქვეყნიდან კმაყოფილი ტურისტების წასვლა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა", – განუცხადეს knews.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“