პოლიციამ ლაგოდეხში ავტომობილების ქურდობაში ბრალდებული დააკავა

 (photo: )

სამართალდამცავებმა ლაგოდეხში ორი ავტომობილის ქურდობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. 

როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ორ კვირაში„ნივისა“ და „მესრსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილები ქალაქ ლაგოდეხსა და სოფელ შრომაში მოიპარეს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“