ლაგოდეხის ნაკრძალში მზის მიკროელექტროსადგურები დამონტაჟდა

 (photo: )

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მზის მიკროელექტროსადგურები დამონტაჟდა. 

მიკროელექტროსადგურები 2 ტურისტულ თავშესაფარში – ,,დემიდოვის ბინა’’ და "მეტეო" მოეწყო. 
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, მზის მიკროელექტროსადგურები ტურისტებს განათების, მობილურების, ფანრების, ფოტოაპარატების და სხვა მოწყობილობების დასამუხტად დაეხმარება. 
"ლაგოდეხის მეგობართა ასოციაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ამერიკის საელჩო აფინანსებს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში "მეტეო" მოეწყო მზის მიკროელექტროსადგური (ჰელიოსისტემა). გარდა ამისა, იგი აღიჭურვა ორთოპედიული 16 მატრასით. ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროხელსაწყოები დამუხტონ. გარდა ამისა, მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა ტურისტულ თავშესაფარში "დემიდოვის ბინა". დამატებით მოეწყო მეხამრიდი მოწყობილობა, რომელიც მნიშვნელოვანია ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის. აღნიშნული ტურისტული ბილიკი დიდია და ტურისტებს მისასვლელად 3 დღე და 2 ღამე სჭირდებათ. ვიზიტორებს მობილურების, ფოტოაპარატების და სხვა ტექნიკის დამუხტვა სჭირდებოდათ, ახლა ეს შესაძლებელია. გარდა ამისა, ხშირად გვსტუმრობენ მეცნიერები და დიდი ხნის განმავლობაში უწევთ მთაში დარჩენა, მათთვისაც ეს დიდი ხელშეწყობაა, რადგან აღარ მოუწევთ ბარში ჩამოსვლა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შავი კლდეეების ტბის ბილიკზე განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა: გაიწმინდა და მარკირება გაუკეთდა 42 კილომეტრის ტურსტულ ბილიკს და ა.შ. აღნიშნული სამუშაოებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯა’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“