თელავის ვიცე მერად გიორგი თუშიშვილი დაინიშნა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის ვიცე მერად გიორგი თუშიშვილი დაინიშნა.

 შოთა ნარეკლიშვილის მეორე მოადგილის თანამდებობა ალექსანდრე საჩიშვილმა დაიკავა, ხოლო მერის მესამე მოადგილე კი გუგა გურაბანიძე გახდა. როგორც knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, მოადგილეები პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია. 
გიორგი თუშიშვილი საქართველოს ბანკის თელავის ფილიალს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე საჩიშვილი ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის მოადგილედ 2014–2017 წლებში მუშაობდა. გუგა გურაბანიძე კი ქალაქ თელავის მერიის სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელი იყო.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“