თელავში ავტომანქანის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტში ავტომანქანის აფეთქების შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუ ავტომობილს გაზის სისტემიდან ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაზარალებული თბილისში, დამწრობის ცენტრში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, აალება გაუმართავმა მოწყობილობამ გამოიწვია.

შსს-ი ცნობით, გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“