თელავის მუნიციპალიტეტში აიპების რეორგანიზაცია იწყება

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტში არასამეწარმე არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაცია იწყება.

როგორც knews.ge–ს თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, რეორგანიზაციის შედეგად აიპების რაოდენობა შემცირდება. 
„თელავის მუნიციპალიტეტში არასამეწარმე არაკომერციული იურიდიული პირების გაორებაა. აიპების რეორგანიზაცია სავარაუდოდ ორ დღეში დასრულდება“, – განუცხადა knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა. 
თელავის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 10 აიპი ფუნქციონირებს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“