ახმეტაში ეთერზეთების მწარმებელი ქარხანა ამოქმედდება

 (photo: )

ახმეტაში ეთერზეთების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდება.

ეთერზეთების წარმოებას ახალ წლამდე კომპანია "აგროარომა" დაიწყებს, რომელიც გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. 

,,ეთერზეთები ექსპორტზე ევროპაში გავა. ჩვენ ეთერზეთებს მივაწვდით ევროკავშირის ქვეყნებში მდებარე საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით'', - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ნაცვლიშვილმა. 

~პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია. საწარმოში 70-მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანიამ უკვე დაიწყო ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების პროდუქტების წარმოება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“